Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა სასამართლოში

მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოისმინოს. საქმეზე ბოლო სხდომა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, უკვე მესამედ გადაიდო.

15:21 8.4.2024
  • 15:12 - მოსამართლე ზვიად შარაძე: „უსაფუძვლოა საუბარი სასამართლო პროცესის გაჭიანურების შესახებ.“

    დასკვნითი სხდომა, რომელიც დღეს იმართება, 15 იანვრის შემდეგ მესამედ გადაიდო.

    მოსამართლე ამბობს, რომ ამ საქმის უფრო სწრაფად განხილვა გავლენას ვერ მოახდენდა იმაზე, რომ ლაზარე გრიგორიადისს უკვე აქვს მისჯილი 1,5 წლიანი პატიმრობა, სხვა, ოჯახში ძალადობის საქმეზე. მას ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევდა ციხეში ყოფნა.

15:22 8.4.2024
  • 15:15 - სასამართლო იწყებს პროკურორ გრიგოლ ნიშნიანიძის დასკვნით სიტყვას.
15:23 8.4.2024
  • 15:17 - პროკურორი წყვეტს სიტყვას დარბაზში არსებული ტექნიკური პრობლემის გამო - დაიკარგა ინტერნეტ კავშირი პენიტენციურ დაწესებულებასთან.
  • 15:18 - ინტერნეტ-კავშირი აღდგა. პროკურორი აგრძელებს სიტყვით გამოსვლას.
15:33 8.4.2024
  • 15: 25 - პროკურორი წყვეტს სიტყვას. სასამართლოს მიმდინარეობისას ლაზარე გრიგორიადისი სიგარეტს ეწევა. მოსამართლე მას მოუწოდებს წესრიგი დაიცვას

    „პირდაპირ კამერაში გვაბოლებს ადამიანი“ - ამბობს მოსამართლე და განმარტავს, რომ ონლაინ ჩართვის შემთხვევაშიც კი მოწევა სასამართლოს უპატივცემულობად ითვლება.

    გრიგორიადისი ამბობს, რომ იმ სივრცეში, სადაც ის იმყოფება, არ არის აღნიშვნა, რომ იქ სიგარეტის მოწევა არ შეიძლება, თუმცა ადვოკატის მიმართვის შემდეგ ის აქრობს სიგარეტს და პროკურორი აგრძელებს დასკვნით სიტყვას.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG