Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა სასამართლოში

მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოისმინოს. საქმეზე ბოლო სხდომა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, უკვე მესამედ გადაიდო.

14:58 8.4.2024

28 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოესმინათ, 27 წუთის დაგვიანებით გაიხსნა და 4 წუთში დასრულდა - ბოლო სხდომა მესამედ გადაიდო

15:00 8.4.2024
  • სასამართლო პროცესი 3 საათზე უნდა დაიწყოს და ლაზარე გრიგორიადისი მას დისტანციურად დაესწრება, რაზეც წინა სხდომაზე მოსამართლემ უარი თქვა.
15:08 8.4.2024
  • 15:07 - მოსამართლე ზვიად შარაძემ სასამართლო სხდომა გახსნა - ლაზარე გრიგორიადისი პროცესს დისტანციურად ესწრება. სასამართლო სხდომისთვის შერჩეულია მცირე დარბაზი, სადაც 30-მდე ადამიანი ეტევა - ლაზარეს მხარდამჭერების ნაწილი სასამართლო დარბაზის გარეთ დარჩა.
15:12 8.4.2024
  • 15:10 - მოსამართლე განმარტავს, რატომ მისცეს ლაზარე გრიგორიადისს დისტანციურად ჩართვის უფლება მაშინ, როცა წინა სხდომაზე ამას მოკლებული იყო. წინა სხდომა გადაიდო გრიგორიადისის გამოუცხადებლობის გამო.

    ზვიად შარაძის განმარტებით, ამჯერად ლაზარე გრიგორიადისის განცხადებას თან ახლავს არგუმენტი, რომ სასამართლო სხდომებზე ფიზიკური დასწრებისას ლაზარე განიცდის შფოთვას, უჭირს კონცენტრაცია და ემოციების კონტროლი.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG