Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა სასამართლოში

მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოისმინოს. საქმეზე ბოლო სხდომა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, უკვე მესამედ გადაიდო.

16:10 8.4.2024
  • 16:05 - პროკურორების დასკვნითი გამოსვლა დასრულდა. ბრალდების მხარემ მიმოიხილა ამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, ჩამოთვალა მოწმეები და გაიხსენა მათი მიცემული ჩვენებები.

    აღნიშნა ისიც, რომ ლაზარე გრიგორიადისს პოლიციის განყოფილებაში მიცემულ ჩვენებაში თავად აქვს ნათქვამი, რომ პოლიციის მანქანას მან წაუკიდა ცეცხლი და გაიხსენა „ვოთსაფის“ ჯგუფი, სადაც 7-9 მარტის მონაწილეები ერთმანეთს უზიარებდნენ უსაფრთხოების წესებს.

    პირდაპირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ლაზარე გრიგორიადისმა ისროლა აქციებზე მოლოტოვის კოქტეილი ან წაუკიდა პოლიციის ავტომობილს ცეცხლი, ამ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
16:14 8.4.2024
  • პროკურატურა ლაზარე გრიგორიადისის დამნაშავედ ცნობად ითხოვს - გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში მას 7-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
16:16 8.4.2024
  • 16:09 - იწყება გრიგორიადისის ადვოკატების დასკვნითი გამოსვლები.

    სასამართლოს პირველი მიმართავს ლიკა ბითაძე. ის მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარე არის მიკერძოებული, რადგან მოწმეების დიდი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, რომლებმაც სასამართლოს ცრუ ჩვენებები მიაწოდეს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდიოდა ერთმანეთთან.
16:18 8.4.2024
ფოტო ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომიდან, რომელსაც ბრალდებული დისტანციურად ერთვება.
ფოტო ლაზარე გრიგორიადისის დასკვნითი სხდომიდან, რომელსაც ბრალდებული დისტანციურად ერთვება.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG