Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა სასამართლოში

მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოისმინოს. საქმეზე ბოლო სხდომა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, უკვე მესამედ გადაიდო.

18:00 8.4.2024

სასამართლოს სხდომას ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერად შშმ პირები ესწრებიან.

შშმ პირები ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნით სხდომას ესწრებიან
შშმ პირები ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნით სხდომას ესწრებიან
17:52 8.4.2024

ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე, რომელსაც დღეს დაბადების დღე აქვს, მარტის აქციებისას საქართველოში არ იყო, იტალიაში ცხოვრობდა როგორც ემიგრანტი. ის 2023 წლის ბოლოს დაბრუნდა საქართველოში, თუმცა ამ დრომდე შვილის ნახვას მხოლოდ სასამართლო პროცესებზე ახერხებს - ლაზარე გრიგორიადისს ოჯახის წევრებთან შეხვედრა მხოლოდ განაჩენის გამოცხადების შემდეგ შეეძლება.

ლაზარე გრიგორიადისის დედა სასამართლო პროცესს ესწრება
ლაზარე გრიგორიადისის დედა სასამართლო პროცესს ესწრება

17:40 8.4.2024
  • „ჩვენ აქ მოვისმინეთ, რომ არ შეიძლება პოლიციელებზე თავდასხმა, მოლოტოვის კოქტეილის სროლა და ასე შემდეგ, მაგრამ ლაზარე აქ რა შუაშია? გვაქვს ფაქტი, რომელიც დღემდე გამოუძიებელია და გვყვავს ადამიანი, რომლის დასჯაც უნდათ.“ - განაცხადა ადვოკატმა
16:53 8.4.2024
  • 16:50 - სასამართლო სხდომა გრძელდება ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატის, დიმიტრი ნოზაძის დასკვნითი სიტყვით. ის სასამართლოს მიუთითებს რა უზუსტობები გამოჩნდა მოწმე პოლიციელების ჩვენებებში. ადვოკატის მტკიცებით, მოწმეებმა განსხვავებული რამ თქვეს გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებსა და სასამართლოში.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG