Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხომა თბილისის საქალაქო სასამართლოში იმართება.

ლაზარე გრიგორიადისის საქმის დასკვნითი სხდომა სასამართლოში

მოსამართლე ზვიად შარაძემ 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, ლაზარე გრიგორიადისის დაცვისა და ბრალდების მხარეების დასკვნითი სიტყვები უნდა მოისმინოს. საქმეზე ბოლო სხდომა, რომლის შემდეგაც მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა გამოაცხადოს, უკვე მესამედ გადაიდო.

16:45 8.4.2024
  • 16:45 გამოცხადდა ტექნიკური შესვენება.
16:43 8.4.2024
  • თათია მანიჟაშვილი სასამართლოს ახსენებს, რომ ლაზარე გრიგორიადისის დაკავებისას პოლიციელებმა დაარღვიეს მისი უფლება და არ მისცეს ადვოკატის ყოლის უფლება. საქმის მიხედვით, გრიგორიადისმა პირველი ჩვენება პოლიციას დაკავების ღამეს ადვოკატის გარეშე მისცა.

    „ეს არის საქმე, სადაც არა თუ ის მაღალი სტანდარტი, რასაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი ქვია, ყველაზე დაბალი სტანდარტიც, მტკიცებულებების ერთობლიობაც კი არ არის დაცული.“ - ამბობს მანიჟაშვილი.
16:33 8.4.2024
  • 16:31 - სასამართლოს მიმართავს ლაზარე გრიგორიადისის კიდევ ერთი ადვოკატი, თათია მანიჟაშვილი. ის აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ არც ერთ პოლიციელს, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისი, მათი მტკიცებით, აქციებზე დაინახეს და დაიმახსოვრეს, არ შეუმჩნევია გარეგნობაში ყველაზე სახასიათო დეტალი, ტატუ თვალების ქვეშ.
16:33 8.4.2024
  • 16:28 - „ეს საქმე ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს საბრალდებო დასკვნა, რას ნიშნავს ადამიანის უკანონო პატიმრობაში ყოფნა - საქართველოს კონსტიტუტიციით ადამიანის თავისუფლება დაცულია, ყველა ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ” - უთხრა სასამართლოს ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, ლიკა ბითაძემ. ის მიიჩნევს, რომ გამოძიების მყიფე და საეჭვო მტკიცებულებებით შემდგარ საქმეში ლაზარე გრიგორიადისის გამტყუნება დაუშვებელია.

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG