Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელი: ბოჭორმის ქუჩაზე დაშავებული 4 პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს


სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის განცხადებით, ბოჭორმის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებული 4 პირი დამწვრობის ნიშნებით სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისთვის ჯერ უცნობია აფეთქების გამომწვევი მიზეზები - „მიმდინარეობს გამოძიება. დააზუსტებენ და დაადგენენ, რამ გამოიწვია აფეთქება“.

„მეხანძრე-მაშველების მიერ გამოყვანილია 6 მოქალაქე, აქედან 2 გარდაცვლილია, ხოლო 4 - დაშავებული. ისინი დამწვრობებით გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში“, - თქვა დავით სუხიშვილმა.

XS
SM
MD
LG