სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა ოზურგეთი-თბილისის სამგზავრო მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი. როგორც რადიო თავისუფლებას „საქართველოს რკინიგზის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცნობეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათი განცხადებით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა და შემთხვევის გამომწვევი მიზეზის დადგენა.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში" გვითხრეს, მატარებელში რამდენიმე მგზავრი იმყოფებოდა და ისინი უკვე აღარ არიან ადგილზე.