Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა იყო, მსხვერპლია ვინიცაში


საილუსტრაციო ფოტო. 13 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი უკრაინის ქალაქ სუმიში
საილუსტრაციო ფოტო. 13 მარტს დრონებით შეტევის შედეგად დანგრეული სახლი უკრაინის ქალაქ სუმიში

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაზე დრონებით და რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანეს. არის მსხვერპლი.

ვინიცის ოლქში უპილოტო საფრენი აპარატი სახლს შეეჯახა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი და სამი დაიჭრა.

უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გამოიყენეს რვა რაკეტა და 27 უპილოტო საფრენი აპარატი. საჰაერო ძალების თანახმად, 27-ვე დრონი ჩამოაგდეს კიროვოგრადის, ნიკოლაევის, ხარკოვის, ხერსონის, ხმელნიცკის, ვინიცის და კიევის ოლქების ფარგლებში.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, თავდაცვის ძალებმა ყველაზე მეტი, 15-მდე უპილოტო საფრენი აპარატი დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი და ნგრევა არ მოჰყოლია.

XS
SM
MD
LG