Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძე უახლოეს დღეებში აზერბაიჯანსა და სომხეთში ვიზიტებს გეგმავს


პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, გეგმავს მეზობელ ქვეყნებში ჩავიდეს. ამის შესახებ მან დღეს, 14 მარტს, ჟურნალისტებს განუცხადა. პრემიერის ცნობით, შაბათს შედგება ვიზიტი აზერბაიჯანში, რასაც ერთ კვირაში მოჰყვება ვიზიტი სომხეთში.

"მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე, შემთხვევითი არ არის, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ ვიზიტები შედგება მეზობელ ქვეყნებში. შაბათს იქნება ვიზიტი აზერბაიჯანში, ამას მოყვება ერთ კვირაში ვიზიტი სომხეთში. ყველა საკითხზე გვექნება საუბარი, რომელიც უკავშირდება ორმხრივ თანამშრომლობას. ყველაფერი გაკეთდება, რათა გაღრმავდეს ორმხრივი ურთიერთობები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას, სტაბილურობას ჩვენს რეგიონში - სამხრეთ კავკასიაში", - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძე პრემიერ მინისტრის რანგში პირველად ბრიუსელს ეწვია. 21 თებერვალს მისი პირველი საგარეო ვიზიტი ევროკავშირის ინსტიტუტების სათავო ოფისებსა და ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა.

XS
SM
MD
LG