Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმრობაში მყოფი კარა-მურზა ამბობს, რომ პუტინის მმართველობა "მხოლოდ შიშსა და აპათიას" ეფუძნება


ვლადიმირ კარა-მურზა
ვლადიმირ კარა-მურზა

პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ვლადიმირ კარა-მურზამ ბლოგერ იანა იაროვაიასთან მიმოწერაში თქვა, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძალაუფლება "მხოლოდ შიშსა და აპათიას" ეფუძნება და ის ჩამოიშლება იმ სამომავლო პერსპექტივაში, რომლის პროგნოზირებაც შესაძლებელია.

42 წლის კარა-მურზას 25 წლით აქვს მისჯილი პატიმრობა, სამშობლოს ღალატის და უკრაინაში შეჭრილი რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ბრალდებებით. ამ ბრალდებებს თავად კარა-მურზა, მისი მხარდამჭერები და უფლებადამცველი ჯგუფები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად აცხადებენ.

წერილებში, რომლებიც იაროვაიას ტელეგრამის არხზე გასულ შაბათ-კვირას გამოქვეყნდა, კარა-მურზა ამბობს, რომ შოკირებულია ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის არქტიკის ციხეში სიკვდილის ცნობით და რომ ეჭვგარეშეა ის, რომ ამაზე პუტინი "პირადადაა პასუხისმგებელი".

XS
SM
MD
LG