Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

43 ქვეყანა მოითხოვს ნავალნის სიკვდილის საერთაშორისო გამოძიებას


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს გარდაიცვალა საგანგებო რეჟიმის კოლონია „პოლიარნი ვოლკში“.

40-ზე მეტმა სახელმწიფომ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის სიკვდილის გარემოებებზე და განაცხადა, რომ საბოლოო პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.

ევროკავშირის ქვეყნები შეუერთდნენ აშშ-ს, ბრიტანეთს, უკრაინას, ავსტრალიას, კანადას, ახალ ზელანდიას და ნორვეგიას ნავალნის სიკვდილის გამო აღშფოთების გამოხატვაში.

ევროკავშირის ელჩმა ლოტე კნუდსენმა ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 43 ქვეყნის სახელით უთხრა, რომ რუსეთმა "უნდა დაუშვას დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების ჩატარება [ნავალნის] უეცარი სიკვდილის გარემოებებზე", რომლებსაც მიიჩნევენ "რუსეთში გაძლიერებული და სისტემური რეპრესიების კიდევ ერთ ნიშნად".

XS
SM
MD
LG