Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნის ხსოვნის პატივსაცემად რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ


რუსეთის მოქალაქეების აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან. პირველი მარტი, 2024 წელი
რუსეთის მოქალაქეების აქცია რუსეთის ყოფილ საელჩოსთან. პირველი მარტი, 2024 წელი

თბილისში, რუსეთის ყოფილ საელჩოსთან მოქალაქეები შეიკრიბნენ. მათ პატივი მიაგეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ხსოვნას. ადგილზე შეკრებილებმა შენობის წინ დაალაგეს ყვავილები და დაანთეს სანთლები.

რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს. პირველი მარტი, 2024 წელი
რუსეთის მოქალაქეებმა რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ყვავილები მიიტანეს. პირველი მარტი, 2024 წელი

ალექსეი ნავალნისადმი ხსოვნის პატივსაცემად მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმშიც, ევროპის მოედანზე.

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დღეს, პირველ მარტს დაკრძალეს მოსკოვში, მისი ბავშვობის სახლის სიახლოვეს მდებარე სასაფლაოზე. იგი არქტიკაში მდებარე ციხეში იდუმალ ვითარებაში გარდაიცვალა.

პოლიციამ ათიათასობით მოქალაქეს არ მისცა საშუალება, დასწრებოდა დასაფლავების ცერემონიას.

ნათესავებს და ახლობლებს საშუალება ჰქონდათ, ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში მისულიყვნენ ხანმოკლე პანაშვიდზე, სანამ ნავალნის ცხედარს სასაფლაოზე გადაასვენებდნენ.

დაკრძალვამდე ნავალნის ოჯახსა და რუსეთის შესაბამის უწყებებს შორის ორი კვირის განმავლობაში იყო დაპირისპირება - ოფიციალური უწყებები აყოვნებდნენ ცხედრის ნავალნის დედისთვის, ლუდმილა ნავალნაიასთვის გადაცემას და, გავრცელებული ცნობებით, აშანტაჟებდნენ დაკრძალვის კერძო ვითარებაში, „გამოთხოვების ცერემონიის გარეშე“ ჩატარების მოთხოვნით.

ნავალნის პრესმდივნის, კირა იარმიშის თქმით, დაკრძალვაზე დაუკრეს მუსიკა ნავალნის საყვარელი ფილმის, Terminator 2-ის ფინალური სცენიდან და ფრენკ სინატრას სიმღერა My Way.

XS
SM
MD
LG