Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ნატოში გაწევრიანება დაამტკიცა


შვედეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ულფ კრისტერსონი (მარცხნივ) და ვიქტორ ორბანი
შვედეთისა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრები ულფ კრისტერსონი (მარცხნივ) და ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პარლამენტმა 26 თებერვალს ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. სახელმწიფო, რომელიც ნეიტრალიტეტს 200 წელზე მეტია ინარჩუნებდა, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 32-ე წევრი გახდება.

უნგრეთის პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ, გადაწყვეტილებას ხელი უნდა მოაწეროს უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. BBC-ის თანახმად, ამას შეიძლება რამდენიმე დღე დასჭირდეს. ხოლო მას შემდეგ, რაც ვიქტორ ორბანი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ნატოს შეუძლია ოფიციალურად მიიწვიოს შვედეთი ალიანსში გაწევრიანებისთვის.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ალიანსი 2024 წელს დაასრულებს თავის რიგებში შვედეთის გაწევრიანების მრავალთვიან პროცესს.

შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსონმა დღევანდელ დღეს "ისტორიული დღე" უწოდა და თქვა, რომ მისი ქვეყანა "მზად არის მხარი დაუჭიროს და სრული პასუხისმგებლობა აიღოს ჩრდილოატლანტიკურ უსაფრთხოებაზე."

უნგრეთი ნატოს წევრებს შორის ბოლო ქვეყანაა, რომელიც შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას ადასტურებს. შვედეთმა უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის შემდეგ უარყო თავისი ნეიტრალური პოლიტიკა და სამხედრო კავშირში შესვლა გადაწყვიტა.

XS
SM
MD
LG