Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია თოფურიამ UFC-ის საჩემპიონო ქამარი მოიპოვა, მერაბ დვალიშვილი ქამრის პრეტენდენტია


მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა. ილია თოფურიას MMA-ის კარიერაში თხუთმეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული და თხუთმეტივე მოგებული.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა. ილია თოფურიას MMA-ის კარიერაში თხუთმეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული და თხუთმეტივე მოგებული.

ილია თოფურია UFC-ის პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონია.

27 წლის ქართველი მებრძოლი ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში, UFC 298-ის ცენტრალურ მოქმედ ჩემპიონს - ავსტრალიელ ალექსანდრ ვოლკანოვსკის დაუპირისპირდა, მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი ჩამოართვა.

ილია თოფურიას MMA-ის კარიერაში თხუთმეტი ბრძოლა აქვს ჩატარებული და თხუთმეტივე მოგებული.

ბრძოლის დასრულების შემდეგ თოფურიამ კონორ მაკგრეგორი გამოიწვია.

UFC 298-ზე, თოფურიას ტრიუმფამდე ცოტა ხნით ადრე, ოქტაგონზეზე მერაბ დვალიშვილიც ავიდა და UFC-ში ზედიზედ მეათე გამარჯვება იზეიმა.

დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, მექსიკელ ჰენრი სეხუდოს სამრაუნდიან ბრძოლაში დიდი უპირატესობით აჯობა.

სეხუდო ორგანიზაციის ყოფილი ჩემპიონია და მასთან წარმატების შემდეგ, დვალიშვილს უკვე სამი ყოფილი ჩემპიონი ჰყავს დამარცხებული. ჰენრი სეხუდომდე ჟოზე ალდოს და პიტერ იანს სძლია.

UFC-ის ქართველ მებრძოლს, მერაბ დვალიშვილს გამარჯვება პირადად მოულოცა Facebook-ისა და Meta Platforms-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა მარკ ზაკერბერგმა, რომელიც ბრძოლას ესწრებოდა.

მარკ ზაკერბერგი ბრძოლას ცოლთან, პროსცილასთან ერთად ესწრებოდა
მარკ ზაკერბერგი ბრძოლას ცოლთან, პროსცილასთან ერთად ესწრებოდა

მარკ ზაკერბერგმა საერთო ფოტო INSTAGRAM STORY-შიც გამოაქვეყნა.

დღევანდელი გამარჯვებით მერაბ დვალიშვილი ძალიან მიუახლოვდა სატიტულო ბრძოლას.

XS
SM
MD
LG