"შარშან პუტინის დავალებით ოლიგარქის პრორუსულმა რეჟიმმა მომწამლა ციხეში და მაშინ ღმერთმა გადამარჩინა. რა თქმა უნდა, ივანიშვილს ხელი არ აუღია პუტინის დავალების შესრულებაზე და მეც ნავალნის მსგავსად ბოლომდე ვიბრძოლებ პუტინიზმის დამარცხებისთვის საქართველოში", - წერს სააკაშვილი.
ალექსეი ნავალნის შტაბის ყოფილი თანამშრომელი, პოლიტიკოსი და ჟურნალისტი - ლევ გიამერი, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იძულებული გახდა რუსეთიდან საქართველოში გადასულიყო საცხოვრებლად, ჰყვება იმის შესახებ, თუ როგორი ზეგავლენა მოახდინა ნავალნიმ ოპოზიციაზე და რას უნდა ველოდეთ ახლა.