„ათ წელზე მეტია, რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება - [რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ] პუტინი დევნიდა, წამლავდა და იჭერდა ალექსეი ნავალნის და ახლა მისი სიკვდილის შესახებ გამოცხადდა. თუკი ეს ცნობები ზუსტია, ჩვენი გულები მის მეუღლესთან და ოჯახთან არის“, - განაცხადა ბლინკენმა და დაამატა, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ მრავალ ქვეყნის წარმომადგენელთან ექნებათ საუბარი.
„ღრმად შემძრა და დამამწუხრა ალექსეი ნავალნის სიკვდილმა. პუტინს არაფრის ეშინია, საკუთარი ხალხის განსხვავებულ აზრზე მეტად. ეს არის საშინელი შეხსენება - თუ რას წარმოადგენს პუტინი და მისი რეჟიმი. მოდით, გავერთიანდეთ ჩვენს ბრძოლაში თავისუფლების დაცვისთვის და მათი უსაფრთხოებისთვის, ვინც ბედავს წინ აღუდგეს ავტოკრატიას“, - დაწერა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა X-ზე.
„მინდა, რომ პუტინმა, მთელმა მისმა გარემოცვამ, მისმა მეგობრებმა, მთავრობამ იცოდეს, რომ დაისჯებიან იმისთვის რაც ჩვენს ქვეყანას გაუკეთეს, ჩემს ოჯახს და ჩემს ქმარს. ეს დღე დადგება ძალიან მალე“, - განაცხადა ალექსეი ნავალნის მეუღლემ იულია ნავალნაიამ 16 თებერვალს, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას, მალევე მას შემდეგ, რაც გავრცელდა ცნობები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სიკვდილის შესახებ.