Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა

რუსეთში, კოლონიაში გარდაიცვალა ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მან თავი შეუძლოდ 16 თებერვალს გასეირნების დროს იგრძნო და გონება დაკარგა. ნავალნის ოჯახმა და ახლობლებმა დაადასტურეს ნავალნის სიკვდილი, ხელისუფლება მათ ცხედარს არ აძლევს,

12:57 19.2.2024

ალექსეი ნავალნის დედას და ადვოკატებს არ უშვებენ ქალაქ სალეხარდის მორგში, სადაც სავარაუდოდ, ნავალნის ცხედარია.

15:17 18.2.2024

ასობით ადამიანი ყვავილებითა და სანთლებით მივიდა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მემორიალებთან და ძეგლებთან და პატივი მიაგეს პოლიტიკოსის ხსოვნას. OVD-Info უფლებათა ჯგუფის ცნობით, ათზე მეტ ქალაქში პოლიციამ 18 თებერვლის საღამოს 401 ადამიანი დააკავა.

15:16 18.2.2024

„ასეთი დაზიანებები ხდება კრუნჩხვის დროს, - იშველიებს გამოცემა ექიმის სიტყვებს, როდესაც ადამიანს კრუნჩხვა აქვს, ცდილობენ შეკავებას - სისხლჩაქცევაც ამ დროს შეიძლება გაჩენილიყო“.

ექიმის ნიფორმაციით, მისმა კოლეგებმა ნავალნის მკერდზე სავარაუდოდ, გულის მასაჟის კვალიც ნახეს.

12:43 18.2.2024

ჩამოტვირთე მეტი

XS
SM
MD
LG