Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაიდენმა კიდევ ერთხელ უთხრა ნეთანიაჰუს, რომ რაფაჰის სამოქალაქო მოსახლეობა დაცული უნდა იქნეს


პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი რაფაჰში, ეგვიპტის საზღვართან, სადაც ღაზის სექტორის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, მილიონ ადამიანზე მეტი აფარებს თვავს. 16 თებერვალი. 2024 წელი
პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკი რაფაჰში, ეგვიპტის საზღვართან, სადაც ღაზის სექტორის მოსახლეობის თითქმის ნახევარი, მილიონ ადამიანზე მეტი აფარებს თვავს. 16 თებერვალი. 2024 წელი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ მან არ უნდა მიმართოს საომარ მოქმედებებს ღაზის სექტორის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში პალესტინელი მოქალაქეების დაცვის დამაჯერებელი და რეალისტური გეგმის გარეშე, განაცხადა თეთრმა სახლმა.

ბაიდენი ამ კვირაში უკვე მეორედ აფრთხილებს ნეთანიაჰუს ღაზის სექტორის სამხრეთში შესვლის გარშემო თითქმის ერთი მილიონი პალესტინელის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის გარეშე.

Reuters-ის ცნობით, მათი საუბრის თემა იყო ასევე მოლაპარაკება მძევლების განთავისუფლების შესახებ და ბაიდენი დაჰპირდა ისრაელის პრემიერს, რომ შეუჩერებლად გრძელდება ამ საკითხზე მუშაობა, რათა ხელი შეუწყონ მძევლების განთავისუფლებას.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის და 240-მდე მძევლის გატაცების შემდეგ, ისრაელის არმია ბრძოლას აწარმოებს ჰამასის წინააღმდეგ ღაზის სექტორში, რომელიც სისტემატურად იბომბება. პალესტინელი მოსახლეობის დიდი ნაწილი თავს აფარებს ქალაქ რაფაჰს- უკიდურეს სამხრეთში, სადაც ისრაელს სახმელეთო ოპერაციის დაწყება აქვს დაგეგმილი. ქალაქში იმყოფებიან ჰამასის ნაწილები, რომელთა სრული განადგურება სურს ისრაელს.

XS
SM
MD
LG