Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა იერიში მიიტანა ღაზის მთავარ საავადმყოფოზე, რაფაჰთან დაკავშირებით მზარდი შეშფოთების ფონზე


ხან იუნისი ერთ-ერთი დაბომბვის შემდეგ: ქალაქში მდებარეობს ღაზის უდიდესი საავადმყოფო, რომელზეც იერიში მიიტანა ისრაელის არმიამ 15 თებერვალს. 9 თებერვალი, 2024 წელი
ხან იუნისი ერთ-ერთი დაბომბვის შემდეგ: ქალაქში მდებარეობს ღაზის უდიდესი საავადმყოფო, რომელზეც იერიში მიიტანა ისრაელის არმიამ 15 თებერვალს. 9 თებერვალი, 2024 წელი

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 15 თებერვალს თავდასხმა განახორციელეს ღაზის ყველაზე დიდ, მოქმედი საავადმყოფოზე.

გავრცელებულ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს ქაოსი, ყვირილი და სროლა ბნელ დერეფნებში, რომლებიც მტვრითა და კვამლითაა სავსე - იტყობინება Reuters-ი.

ისრაელის სამხედროებმა ნასერას საავადმყოფოზე თავდასხმას შეაფასეს, როგორც "ზუსტი და შეზღუდული" და თქვეს, რომ ის ეყრდნობოდა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჰამასელები, ეს დაჯგუფება ტერორისტულ დაჯგუფებადაა შერაცხილი აშშ-სა და ევროკავშირის მიერ, შიგნით იმალებოდნენ და მძევლები ჰყავდათ აყვანილი, შესაძლოა, იქ ტყვეების რამდენიმე ცხედარიც იყო.

ჰამასმა ამ განცხადებას ტყუილები უწოდა, წერს სააგენტო.

XS
SM
MD
LG