Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის მოკავშირეები აფრთხილებენ ისრაელს "კატასტროფული" ოპერაციის შესახებ რაფაჰში


ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გამოქცეული პალესტინელი ლტოლვილების ბანაკი რაფაჰში, სადაც სახმელეთო ოპერაციის გამო ისრაელს აფრთხილებს "საერთაშორისო თანამეგობრობის" სამი ქვეყანა. 14 თებერვალი. 2024 წელი
ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გამოქცეული პალესტინელი ლტოლვილების ბანაკი რაფაჰში, სადაც სახმელეთო ოპერაციის გამო ისრაელს აფრთხილებს "საერთაშორისო თანამეგობრობის" სამი ქვეყანა. 14 თებერვალი. 2024 წელი

ავსტრალიის, კანადისა და ახალი ზელანდიის ლიდერებმა 15 თებერვალს გააფრთხილეს ისრაელი პოტენციურად "კატასტროფული" სახმელეთო იერიშის შესახებ ქალაქ რაფაჰში, ღაზის სამხრეთში, რითაც გაძლიერდა საერთაშორისო საზოგადოების მზარდი შეშფოთება.

"სახელმწიფოთა თანამეგობრობის" სამმა ქვეყანამ მოუწოდა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, "არ წავიდეს ამ გზით" და გამოვიდა იშვიათი ერთობლივი განცხადებით, რომელშიც გამოხატა ღრმა და მზარდი შეშფოთება ისრაელის მრავალთვიანი ომის გაგრძელების გამო. "დაახლოებით 1,5 მილიონი პალესტინელი აფარებს თავს ამ არეალს, მათ შორის ბევრია ჩვენი მოქალაქე და მათი ოჯახები", განაცხადა აშშ-ის მოკავშირეების ჯგუფმა.

ღაზის სექტორის სამხრეთში განთავსებულ რაფაჰზე შეტევის პერსპექტივა მძლავრ შეშფოთებას აღძრავდა საერთაშორისო თანამეგობრობაში, რადგან ამ ქალაქს ამჟამად თავს აფარებს ღაზის მოსახლეობის ნახევარზე მეტი.

სახმელეთო შეჭრის შესახებ ისრაელის მთავრობის განცხადებამ გაამწვავა ნეთანიაჰუსა და ბაიდენის ადმინისტრაციას შორის მზარდად საჯარო დაპირისპირება. აშშ-ის წარმომადგენელთა თქმით, რაფაჰში სამოქალაქო პირების შესახებ გეგმის არქონის პირობებში შეჭრა კატასტროფას მოიტანს.

XS
SM
MD
LG