Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი საფრანგეთში, შემდეგ გერმანიაში ჩავა და მიუნხენის კონფერენციაში ჩაერთვება


ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენის კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 16 თებერვალს გაემართება საფრანგეთისკენ, შემდეგ კი გერმანიაში ჩავა.

ის მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და კანცლერ ოლაფ შოლცთან, ნათქვამია ზელენსკის ადმინისტრაციის განცხადებაში.

17 თებერვალს ზელენსკი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში ჩაერთვება და სიტყვით გამოვა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, 16 თებერვალს მაკრონი და ზელენსკი ელისეს სასახლეში ხელს მოაწერენ საფრანგეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების ორმხრივ შეთანხმებას.

მიუნხენის კონფერენცია 1963 წლის გვიან შემოდგომაზე დაფუძნდა. წელს 16-18 თებერვლის შეკრებაზე უსაფრთხოების ფორუმი საიუბილეო მე-60 წელს აღნიშნავს. გავრცელებული ცნობების თანახმად, საქართველოს ხელისუფლებიდან კონფერენციაზე პრეზიდენტი ზურაბიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დარჩიაშვილი მონაწილეობენ.

XS
SM
MD
LG