Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი სამხედრო ტექნიკის რეზერვებით სამი წელი იომებს- Military Balance


უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ხარკოვის რეგიონში განადგურებული რუსეთის არმიის ტანკი. 2023 წლის 22 თებერვალი
უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ხარკოვის რეგიონში განადგურებული რუსეთის არმიის ტანკი. 2023 წლის 22 თებერვალი

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრის დღიდან 2900-ზე მეტი ტანკი დაკარგა, მას ჯერ კიდევ აქვს საწყობებში იმდენი ჯავშანტექნიკა, რითაც რამდენიმე წლის განმავლობაში იომებს,- ნათქვამია ბრიტანეთის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის Military Balance-ის წლიურ ანგარიშში.

"რუსეთში ასეთი აღჭურვილობის მარაგების არსებობა ნიშნავს, რომ მოსკოვს შეუძლია კიდევ სამი წლის განმავლობაში გაუძლოს მძიმე დანაკარგებს და, მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღჭურვილობის წარმოების პოტენციალიც აქვს, შეუძლია საკუთარი საჭიროება არსებული რეზერვებიდან დაიკმაყოფილოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში მითითებულია, რომ რუსეთს შეიარაღებაში აქვს 1750 ერთეული ძირითადი საბრძოლო ტანკი. მათ შორის როგორც მოძველებული T-55, ასევე თანამედროვე T-80 და T-90-ი ტანკები. ხოლო კიდევ 4000 ერთეული საცავებში ინახება.

ანალიტიკოსებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ უკრაინამაც დიდი ზარალი განიცადა ტექნიკის მხრივ. მაგრამ დასავლეთის დახმარებამ უკრაინას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა თავისი რეზერვების დონე. ანგარიშის შემდგენელი ანალიტიკოსები ახსენებენ ასევე „ბრძოლების ჩიხში შესვლის მზარდ განცდაზე."

Military Balance არის სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (ლონდონი) ყოველწლიური გამოცემა, რომელიც შეიცავს მსოფლიოს 171 ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებისა და თავდაცვის კომპლექსის შეფასებას.

XS
SM
MD
LG