Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდოვა აცხადებს, რომ რუსეთის ჩამოვარდნილი დრონი შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს


"შაჰედის" ტიპის დრონის ნაწილები მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან, 2024 წლის 11 თებერვალი
"შაჰედის" ტიპის დრონის ნაწილები მოლდოვაში, უკრაინის საზღვართან, 2024 წლის 11 თებერვალი

უკრაინის მეზობელ მოლდოვაში ჩამოვარდნილი რუსეთის დრონი შეიცავდა ასაფეთქებელ ნივთიერებებს - აცხადებს მოლდოვის პოლიცია. მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ დაგმო რუსეთის "ბარბაროსული თავდასხმები" უკრაინაზე.

მოლდოვის პოლიციამ 12 თებერვალს გამოაცხადა, რომ "შაჰედის" ტიპის დრონის ნაწილების შემოწმებისას აღმოაჩინეს 50 კილოგრამის მოცულობის ასაფეთქებელი ნივთიერება. დრონი ჩამოვარდა მოლდოვის სამხრეთში მდებარე ქალაქ ეტულიას სიახლოვეს, უკრაინის საზღვართან. პოლიციის თქმით, მოპოვებული და გაუვნებელყოფილია დრონის ყველა კომპონენტი.

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიჰაი პოპსოიმ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის "მუდმივი ბარბაროსული თავდასხმები" დაგმო პლატფორმაზე X.

XS
SM
MD
LG