დნეპროპეტროვსკის ოლქში „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავდასხმის გამო 29 ათასი აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
დნეპროპეტროვსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგი ლუსაკის ინფორმაციით, ღამით „შაჰედის“ ტიპის დრონებით თავდასხმის შედეგად 10 ათას აბონენტს შეუწყდა წყალმომარაგებაც.
უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსამსახურის ინფორმაციით, 12 თებერვალს ღამით 17 დრონიდან 14 ჩამოაგდეს.