უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი განაგრძობს მთავრობის და არმიის ხელმძღვანელობის შეცვლის პროცესს, იმ ფონზე, როცა გასულ ღამით რუსეთმა კიდევ ერთი შეტევა განახორციელა დრონებით, მათ შორის კიევის წინააღმდეგ.
უკრაინამ 11 თებერვალს გამოაცხადა, რომ ერთი დღით ადრე თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გათავისუფლებული ოლექსანდრ პავლიუკი ინიშნება უკრაინის სახმელეთო ძალების ხელმძღვანელად. პავლიუკი შეცვლის ოლექსანდრ სირსკის, რომელიც 8 თებერვალს დასახელდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად - ამ პოსტზე მანამდე გენერალი ვალერი ზალუჟნი მსახურობდა.
ზელენსკის ახალი ბრძანებულებებით, უკრაინის საზღვაო ძალების უწინდელი ხელმძღვანელი, იური სოდოლი ამიერიდან უხელმძღვანელებს უკრაინის შერეულ ძალებს. სოდოლმა შეცვალა სერჰი ნაევი, რომელიც აცხადებს, რომ თავისი გათავისუფლების შესახებ მედიიდან შეიტყო.