Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა აცხადებს, რომ გაანადგურა რუსეთის 40 დრონი


რუსეთის დრონი უკრაინაზე შეტევისას
რუსეთის დრონი უკრაინაზე შეტევისას

რუსეთის არმიამ გასულ ღამით უკრაინის მასშტაბით, მათ შორის კიევზე მოაწყო მორიგი თავდასხმა დრონებით - აცხადებენ უკრაინის წარმომადგენლები 11 თებერვალს.

თავდასხმის ამ ტალღას წინ უძღოდა ერთი დღით ადრე განხორციელებული სისხლიანი დარტყმა ხარკოვზე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქზე აღმოსავლეთით, რუსეთთან საზღვრის ახლოს.

რუსეთის თავდასხმების ფონია კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების პოტენციური შეფერხება მისი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერის, აშშ-ის მხრიდან, სადაც რესპუბლიკელი კანონმდებლები ბლოკავენ 61 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს, აშშ-ის სასაზღვრო პოლიტიკაში სიღრმისეული ცვლილებების გატარების მოთხოვნით.

უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამით წერს, რომ თავდაცვის სისტემამ გაანადგურა რუსეთის მხრიდან გაშვებული, "შაჰედის" ტიპის 45 დრონიდან 40 - რომელთაგან ბევრი, გავრცელებული ცნობებით, მიემართებოდა ქვეყნის სამხრეთით, საპორტო ინფრასტრუქტურისკენ.

XS
SM
MD
LG