Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შოლცთან შეხვედრაზე ბაიდენი უკრაინის დახმარების დაყოვნებას უწოდებს "თითქმის დანაშაულებრივ უგულებელყოფას"


გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. თეთრი სახლი, 2024 წლის 9 თებერვალი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი და აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი. თეთრი სახლი, 2024 წლის 9 თებერვალი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 9 თებერვალს "თითქმის დანაშაულებრივი უგულებელყოფა" უწოდა რესპუბლიკელების მხრიდან რუსეთთან მებრძოლი უკრაინისთვის ახალი დახმარების გაგზავნის დაყოვნებას.

ბაიდენი ამ განცხადებით გამოვიდა გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე თეთრ სახლში, სადაც განიხილავდნენ კიევის მხარდაჭერის შესანარჩუნებელ ძალისხმევას აშშ-სა და ევროპაში.

შოლცმა ისაუბრა ევროპაში მზარდ შეშფოთებაზე უკრაინის დაფინანსების საკითხზე ბაიდენსა და წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელებს შორის წარმოქმნილი კონფლიქტის თაობაზე. შოლცის თქმით, აშშ-ის და ევროპელი მოკავშირეების მხარდაჭერის გარეშე უკრაინას არ ექნება შანსი თავი დაიცვას.

XS
SM
MD
LG