რუსეთის მხრიდან დრონებით თავდასხმას აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ხარკოვის საწვავის სადგურზე ემსხვერპლა შვიდი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიჭრა კიდევ სამი პირი, - წერს რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინიეჰუბოვი ტელეგრამით 10 თებერვლის დილას.
სადგურიდან გაჟონილმა ბენზინმა ახლოს მდებარე სახლებში ხანძარი გააჩინა, - ამბობს ხარკოვის მერი, იჰორ ტერეხოვი. "ერთ-ერთ სახლში ნაპოვნია ხუთი ადამიანის, მათ შორის სამი ბავშვის გვამები", - ამბობს სინეჰუბოვი და დასძენს, რომ ორი ბავშვი შვიდი და ოთხი წლის იყო, მესამე - ექვსი თვის ჩვილი. "კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა სხვა სახლში", - აცხადებს გუბერნატორი.