შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1988 წელს დაბადებული ადამიანი, რომელმაც რუსთავის ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.
შსს-ს თანახმად, სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც ამავე ბაზარში იყო დასაქმებული. დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი მოთავსებულია საავადმყოფოში, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.
Info rustavi-ს ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღი შემთხვევის ადგილზეა დატოვებული.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან. რა მუხლით აღიძრა საქმე, ჯერჯერობით უცნობია.