Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის "პარლამენტში" "პრეზიდენტმა" „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი შეიტანა


აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. 19 ოქტომბერი, 2023 წელი
აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია. 19 ოქტომბერი, 2023 წელი

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ე.წ. პარლამენტში შეიტანა კანონპროექტი „არაკომერციული ორგანიზაციების და ფიზიკური პირების შესახებ, რომლებიც ასრულებენ უცხოეთის აგენტის ფუნქციას“.

„კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების დაცვას და უზრუნველყოფს მის უსაფრთხოებას, სუვერენიტეტს, მოქალაქეთა უფლებებს და თავისუფლებებს, ასევე აფხაზეთის სახელმწიფოს და საზოგადოების პოლიტიკურ საქმიანობაში უცხოეთის ჩარევის მიმართ გადაუდებელ რეაქციას“, - ნათქვამია დოკუმენტის განმარტებით ბარათში. კანონპროექტის თანახმად, უცხოეთის აგენტად შეიძლება აღიარონ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები.

თუ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ფიზიკური პირი ან რომელიმე ორგანიზაცია დაფინანსებას მიიღებს იმ სახელმწიფოებისგან (რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ნაურუ, სირია), რომლებმაც ეს რეგიონი დამოუკიდებლად ცნეს ან იმ იურიდიული და ფიზიკური პირებისგან, რომლებიც ამ სახელმწიფოებში არიან რეგისტრირებული, მაშინ ეს არ იქნება იმის საფუძველი, რომ შესაბამისი პირი „უცხოეთის აგენტად“ იქნეს შერაცხილი.

პირები, რომლებიც დაარღვევენ ამ კანონს და არ განაცხადებენ შესაბამის რეესტრში „უცხოეთის აგენტად“ შეტანის შესახებ, კანონმდებლობის თანახმად პასუხისგებაში იქნებიან მიცემული და დაისჯებიან დადგენილი წესით.

XS
SM
MD
LG