Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეში ტყის ხანძარს 120-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


ჩილეს ცენტრალურ ნაწილში ტყის დიდი ხანძრების შედეგად სულ მცირე 123 ადამიანი დაიღუპა. ხანძარმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დასახლებებს, გაანადგურა მთელი უბნები. პრეზიდენტმა გაბრიელ ბორისმა განაცხადა, რომ ქვეყანა "ძალიან დიდი მასშტაბის ტრაგედიის" წინაშე დგას. მან ორშაბათს ჩილეში ორდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა.

ხანძარი, რომელიც გასულ კვირაში, პარასკევს, შესამჩნევად გაძლიერდა, ახლა საფრთხეს უქმნის ვალპარაისოს პროვინციის ქალაქების, ვინია-დელ მარისა და ვალპარაისოს უბნებს. დედაქალაქ სანტიაგოს დასავლეთით მდებარე ეს ორი სანაპირო ქალაქი პოპულარობით სარგებლობს უცხოელ ტურისტებში. ამ ქალაქების მოსახლეობის საერთო რაოდენობა მილიონს აღემატება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ქვეყნის მასშტაბით ტყის 160-ზე მეტი ხანძარი მძვინვარებს. ჩილეს ხელისუფლებამ ყველაზე დაზარალებულ რაიონებში ღამის კომენდანტის საათი დააწესა. მეხანძრეების დასახმარებლად ეპიცენტრში სამხედროებიც გაიგზავნნენ. ხანძრის ჩაქრობაში ჩართულია ავიაციაც.

XS
SM
MD
LG