Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა იერიში მიიტანა ხარკოვის ოლქზე


რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ხარკოვში სასტუმროს შენობა განადგურდა 10 იანვარსაც.
რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ხარკოვში სასტუმროს შენობა განადგურდა 10 იანვარსაც.

რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ ღამით მორიგი შეტევა მიიტანეს უკრაინის ხარკოვის ოლქზე. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დასახლებულ პუნქტ ზოლოჩევში დანგრეულია სასტუმროს 3-სართულიანი შენობა.

წინასწარი მონაცემებით, ნანგრევებში იმყოფება სულ მცირე ერთი ადამიანი. კიდევ სამი მაშველებმა გადაარჩინეს. ახლომდებარე შენობებში ხანძარი გაჩნდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაცია ჯერჯერობით არაფერს იუწყება იმის შესახებ, თუ რა ტიპის იარაღით განხორციელდა შეტევა.

რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქ ხარკოვის ცენტრში 3-სართულიანი სასტუმროს შენობა განადგურდა 10 იანვარსაც.

XS
SM
MD
LG