Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილიაუნის რექტორი კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულების შესახებ მოსამართლეს მიმართავს


ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი
ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელმაც უნდა განიხილოს კეკელიძის N1-დან ოჯახის გამოსახლების დროს სისხლის სამართლის წესით დაკავებულთა საქმე. წერილი 29 იანვრით არის დათარიღებული.

"ვფიქრობთ, რომ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას ჩამოშორება სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საგანმანათლებლო საქმიანობიდან დიდი დანაკლისი იქნება როგორც მათთვის, ასევე უნივერსიტეტებისთვის", - წერია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წერილში.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წერილი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის წერილი
  • კაკო ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის;
  • გიორგი ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.

პოლიციამ მოძრაობა "ხმის" თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სისხლის სამართლის წესით 23 იანვარს დააკავა, თბილისის ცენტრში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს - "ხმა" არის ის ორგანიზაცია, რომელმაც კეკელიძეზე ოჯახის გამოსახლების ხელშესაშლელად აქცია მოაწყო. ორივე მათგანს შსს ედავება აღსრულების ეროვნული ბიუროს ავტომობილის დაზიანებას.

პროკურორის ინფორმაციით, აქციაზე მყოფმა ხასაიამ და ჩიქობავამ 3 380 ლარის ზიანი მიაყენეს სახელმწიფო უწყებას.

დაკავებულებს ბრალი წაუყენეს 24 იანვარს, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება ჯგუფურად). მათ 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 25 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

XS
SM
MD
LG