Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ჩამოვარდა რუსეთის კუთვნილი თვითმფრინავი


Falcon 10x - საილუსტრაციო ფოტო
Falcon 10x - საილუსტრაციო ფოტო

ავღანეთში კატასტროფა განიცადა რუსულმა თვითმფრინავმა Falcon 10-მა, რომლის ბორტზე, წინასწარი ინფორმაციით, ექვსი ადამიანი იმყოფებოდა.

რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული თვითმფრინავი Falcon 10, რომელიც ავღანეთის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა, რადარების ეკრანიდან გაქრა 20 იანვარს ღამით“, - იუწყება რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს პრესსამსახური.

წინასწარი მონაცემებით, ბორტზე ექვსი ადამიანი (ორი მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი) იმყოფებოდა.

„თვითმფრინავი ეკუთვნის შპს „ატლეტიკ ჯგუფს“ და კერძო პირს. ხომალდი ასრულებდა ჩარტერულ რეისს გაია (ინდოეთი) - ტაშკენტი (უზბეკეთი) - ჟუკოვსკის (რუსეთი) მარშრუტზე", - განაცხადეს დეპარტამენტში.

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოში აცხადებენ, რომ თვითმფრინავის ძებნა მიმდინარეობს".

სააგენტო Pajhwok News-ის ცნობით, თვითმფრინავი ავღანეთის პროვინცია ბადახშანის მთიან რაიონებში ჩამოვარდა. რუსული TASS-ი ოპერატიული სამსახურებზე დაყრდნობით წერს, რომ ბორტზე რუსეთის ორი მოქალაქე იმყოფებოდა. სააგენტოს წყაროების ცნობით, ავარიის მიზეზი, წინასწარი მონაცემებით, ძრავების გაუმართაობა გახდა.

XS
SM
MD
LG