ნატოს წევრმა ქვეყნებმა ნატო-უკრაინის საბჭოს სხდომაზე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ კიევისთვის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას.
ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნატოს წევრებმა წარმოადგინეს გეგმა, რომელიც უკრაინისთვის 2024 წელს „მილიარდობით ევროს დამატებითი შესაძლებლობების“ გამოყოფას გულისხმობს.
როგორც BBC იუწყება, საბჭოს სხდომა უკრაინის ხელისუფლების ინიციატივით გაიმართა საახალწლოდ რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაბომბვასთან დაკავშირებით.
ნატოში უკრაინის მისიის ხელმძღვანელმა ნატალია ჰალიბარენკომ განაცხადა, რომ ნატოს წევრმა ყველა ქვეყანამ გამონაკლისის სახით დაადასტურა, რომ მომავალშიც გააგრძელებს კიევის მხარდაჭერას.
„ყველას ესმის, რომ ეს ხანგრძლივი ომია. ამიტომ არსებობს იმის გაგება, რომ დახმარებაც შეუსვენებლივ უნდა მოდიოდეს“, - მოჰყავს ჰალიბარენკოს სიტყვები „ინტერფაქს-უკრაინას“.