Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
რუსეთის მოქალაქე პრაღის აეროპორტში რუსეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს

რუსეთის მოქალაქე პრაღის აეროპორტში რუსეთის მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე დააკავეს


ჩეხეთის დედაქალაქის ვაცლავ ჰაველის სახელობის აეროპორტში დააკავეს რუსეთის მოქალაქე ევგენი გერასიმენკო, რომლის დაპატიმრების ორდერი გაცემული იყო რუსეთის მიერ. ამის თაობაზე იტყობინება Deník N. გერასიმენკო პრაღაში გადაჯდომის დროს დააკავეს - ის რიგიდან პარიზში მიფრინავდა.

საფრანგეთში ის პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებდა.

დაკავებული ამტკიცებს, რომ რუსეთში პოლიტიკურად დევნიან ანტისაომარი პოზიციის გამო და საპროტესტო აქციებზე გამოსვლისთვის.

ოფიციალურად რუსეთი გერასიმენკოს საფინანსო დანაშაულისთვის ეძებს. სხვა დეტალები არ გავრცელებულა.

ადვოკატ ვადიმ პროხოროვის თქმით, რუსი პოლიტპატიმრების უმეტესობა მოგონილი ეკონომიკური დანაშაულისთვის ზის ციხეში.

„მიკვირს, რომ დასავლეთის ქვეყნები დღემდე რეაგირებენ რუსეთის თხოვნაზე, დააკავონ მისი გაქცეული მოქალაქეები, რომლებიც ეკონომიკურ დანაშაულში არიან ბრალდებული“, - უთხრა პროხოროვმა Denik N-ს.

ადვოკატი გერასიმენკოს უფლებებს არ იცავს, მაგრამ მიუღებლად მიიჩნევს რუსეთისთვის მის გადაცემას.

XS
SM
MD
LG