Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
მაკრონმა განათლების 34 წლის მინისტრი დანიშნა პრემიერის თანამდებობაზე

მაკრონმა განათლების 34 წლის მინისტრი დანიშნა პრემიერის თანამდებობაზე


საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და განათლების ყოფილი მინისტრი, ამ ქვეყნის ახალი პრემიერი გაბრიელ ატალი. 13 ოქტომბერი, 2023 წელი
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი (მარცხნივ) და განათლების ყოფილი მინისტრი, ამ ქვეყნის ახალი პრემიერი გაბრიელ ატალი. 13 ოქტომბერი, 2023 წელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 9 იანვარს ქვეყნის ახალ პრემიერ- მინისტრად განათლების მინისტრი, 34 წლის გაბრიელ ატალი დანიშნა.

მაკრონი ცდილობს, ევროპის პარლამენტის არჩევნების წინა პერიოდში ახალი სიცოცხლე შთაბეროს პრეზიდენტის პოსტზე თავისი მეორე ვადის მანდატს. ატალის დანიშვნა არ მოიტანს სერიოზულ პოლიტიკურ ცვლილებებს, მაგრამ აჩვენებს მაკრონის სურვილს, მოშორდეს საპენსიო და ემიგრაციის სფეროებში შარშან გატარებული არაპოპულარული რეფორმების ჩარჩოებს და გაზარდოს თავისი ცენტრისტული პარტიის შანსები ევროკავშირის პარლამენტის არჩევნებში, რომელიც ივნისში გაიმართება.

ატალი, მაკრონის ახლო მოკავშირე, როგორც მთავრობის წარმომადგენელი ცნობილი გახდა კოვიდის პანდემიის დროს.

ის საფრანგეთის პრემიერის პოსტზე შეცვლის ელიზაბეტ ბორნის, რომლის გადადგომა მაკრონმა 8 იანვარს დააკმაყოფილა.

XS
SM
MD
LG