Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კიევში ნანგრევებიდან ამოიტანეს 29 დეკემბრის დაბომბვისას დაღუპული ხუთი ადამიანის გვამები


კიევში დაბომბვის შედეგად ნანადგურებული საწყობი. 29 დეკემბერი, 2023.
კიევში დაბომბვის შედეგად ნანადგურებული საწყობი. 29 დეკემბერი, 2023.

კიევის შევჩენკოს რაიონზე 29 დეკემბერს განხორცილებული სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 23-ს მიაღწია. ამის შესახებ უკრაინის საგანგებო ვითარებათა სახელმწიფო სამსახური იტყობინება.

ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვრანელის, ოლეჰ პოპკოს თქმით, 31 დეკემბერს მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიტანეს ხუთი დაღუპულის გვამები.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, უკრაინის დედაქლაქზე 29 დეკემბერს განხორიციელებული იერიში ყველაზე მასშტაბური იყო სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის თვალსაზრისით. 1 იანვარი კიევში გლოვის დღედ გამოცხადდება.

29 დეკემბერის რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძლავრი დაბომბვა განახორციელა ომის მთელი დროის განმავლობაში. უკრაინის მხარის თანახმად, რუსეთის ჯარებმა გამოიყენეს მოიერიშე დრონები „შაჰედები“, ასევე ფრთოსანი და საზენიტო რაკეტები.

გაეროს უშიშოროების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ, მათ შორის აშშ-მა საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა, დაგმეს იერიში. ჩინეთის წარმომადგენელი გამოვიდა უკრაინის გარშემო ვითარების „პოლიტიკური დარეგულირების“ მოწოდებით.

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლი დაუკავშირა უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მუშაობას.

XS
SM
MD
LG