Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა


საილუსტრაციო ფოტო
საილუსტრაციო ფოტო

ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ამავე მონაკვეთზე დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტი გაივლიან ზვავდამცავ გვირაბებს, საპატრულო პოლიციის ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, შეიზღუდა გადაადგილება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 მონაკვეთზე (სოფ. აიაზმა- ქ.ნინოწმინდა).

ამ მონაკვეთზე აიკრძალა მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

XS
SM
MD
LG