აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა გასცა ბრძანება აშშ-ის ავიამზიდი USS Gerald R. Ford-ი და კიდევ ერთი საბრძოლო ხომალდი რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩეს ხმელთაშუა ზღვაში, რათა ორი ხომალდი შენარჩუნდეს ისრაელის სიახლოვეს, რომელიც ომს აწარმოებს აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ "ჰამასთან" - აცხადებენ აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლები.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ამ ავიამზიდს ადგილზე ყოფნის ვადას უხანგრძლივებენ, რაც ხაზს უსვამს რეგიონში მღელვარების შესახებ შიშებს, ღაზაში ისრაელის მიერ წარმოებული ომის ფონზე.
აშშ რეგიონში ორი ავიამზიდითაა წარმოდგენილი, რაც ბოლო წლებში იშვიათად ხდებოდა. პენტაგონმა რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობა გაზარდა "ჰამასის" მიერ 7 ოქტომბერს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.