Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

WHO: ავღანეთში ასობით ბავშვი კვდება სასუნთქი გზების დაავადებების შედეგად


ავღანელი ქალი ბავშვით ყანდაარის საავადმყოფოში, 2023 წლის მაისი
ავღანელი ქალი ბავშვით ყანდაარის საავადმყოფოში, 2023 წლის მაისი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ახალი ანგარიშის თანახმად, ავღანეთში სასუნთქი გზების დაავადებებს ემსხვერპლა ხუთ წელზე ნაკლები ასაკის 2000-მდე ბავშვი და ეს პრობლემა შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს ფინანსების დეფიციტის გამო, რომელიც არის ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში.

11 დეკემბრით დათარიღებული ანგარიშის თანახმად, წლის დასაწყისიდან მიმდინარე თვემდე, სავარაუდოდ რესპირატორული დაავადებების შემთხვევებმა ავღანეთში გადააჭარბა 1,2 მილიონს - რაც სამჯერ დიდი მაჩვენებელია წინა სამი წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით.

საერთო ჯამში, ინფექციებს ემსხვერპლა 2,513 ადამიანი, მსხვერპლის 80 პროცენტზე მეტი ხუთ წლამდე ბავშვები არიან.

WHO-ის თანახმად, დაავადებულთა რაოდენობის გაზრდა, სავარაუდოდ, გამოიწვია ჰაერის დაბალმა ტემპერატურამ და ორგანიზაციის შესაძლებლობამ, უკეთ დააკვირდეს დაავადებების გავრცელებას ავღანეთში.

XS
SM
MD
LG