Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი 12 დეკემბერს ვაშინგტონში ბაიდენს შეხვდება


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი. 21 სექტემბერი, 2023 წელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. ვაშინგტონი. 21 სექტემბერი, 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტი 12 დეკემბერს აშშ-ს ეწვევა. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ის მიიწვია თეთრ სახლში, რათა განიხილონ „უკრაინის სასწრაფო საჭიროებანი და ამ კრიტიკულ მომენტში აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელების განსაკუთრებული მნიშვნელობა“ - იტყობინება თეთრი სახლის პრესსამსახური.

ვიზიტი დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა. ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ვიზიტის მიზანია, ხაზი გაუსვას აშშ-ის ურყევ ერთგულებას უკრაინის ხალხისთვის მხარდაჭერის საქმეში, „რუსეთის სასტიკი შეჭრის“ წინააღმდეგ თავდაცვაში.

ვაშინგტონში ზელენსკის ჩასვლაზე ადრე ლაპარაკი არ ყოფილა.

უკრაინის პრეზიდენტი 10 დეკემბერს სტუმრობდა არგენტინას, სადაც მონაწილეობა მიიღო ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ხავიერ მილეას ინაუგურაციაში და შეხვდა რამდენიმე ქვეყნის მეთაურებს.

XS
SM
MD
LG