Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საახალწლო განათებების მონტაჟის გამო რუსთაველის გამზირზე მოძრაობა შეიზღუდება


საახალწლო განათება რუსთაველზე 2023 წელს
საახალწლო განათება რუსთაველზე 2023 წელს

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟის გამო 11-დან 12 დეკემბრის ღამეს, 00:00-დან 06:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით; მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.

მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით. თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.

მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ.

თბილისში საახალწლო ღონისძიებები 2023 წლის 15 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

თბილისის მერია წელსაც ტენდერის გარეშე ყიდულობს საახალწლო ღონისძიებებისთვის საჭირო მომსახურებას. ამისთვის ჯამში ბიუჯეტიდან იგეგმება 6 501 641 ლარის დახარჯვა.

2024 წლის საახალწლო ღონისძიებებისთვის მერია დამატებით 720 ათასი ლარს ახალი ნაძვის ხისთვის დახარჯავს.

XS
SM
MD
LG