გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, რომელიც ვიზიტად იმყოფება სლოვენიაში, განაცხადა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები „მთლიანად და სრულად“ უნდა გაწევრიანდნენ ევროკავშირში.
მისი თქმით, რუსეთის იმპერიალიზმის ფონზე, ევროკავშირი ვერ დაუშვებს „რუხი ზონების“ არსებობას.
ე.წ. დასავლეთ ბალკანეთს ეკუთვნის ალბანეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, მონტენეგრო, ჩრდილოეთი მაკედონია, სერბეთი და ასევე სერბეთის ყოფილი ოლქი კოსოვო.
ეს ექვსივე ქვეყანა ესწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებას, მაგრამ იმყოფება პროცესის სხვადასხვა ეტაპზე.