Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება: რუსეთი სულ უფრო მეტ უპილოტო საზღვაო-საბრძოლო ხომალდს გამოიყენებს


საზღვაო დრონები. 11 ნოემბერი. 2022 წელი
საზღვაო დრონები. 11 ნოემბერი. 2022 წელი

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, რუსეთი ზრდის უპილოტო - „თვითმკვლელი“ სამხედრო გემების წარმოებას. სამინისტრო ეყრდნობა სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, KMZ-ხელმძღვანელს, მიხაილ დანილენკოს ნათქვამს, რომ აპირებენ დრონი-ხომალდების გამოცდას უკრაინის ომის ჩარჩოებში.

მისი თქმით, გაისად იგეგმება ამგვარი აპარატების სერიული წარმოება.

მათ შეუძლიათ 600 კილოგრამამდე ასაფეთქებელი მასალის ტრანსპორტირება. უკრაინამ თავისი უპილოტო ხომალდები არაერთხელ გამოიყენა შავ ზღვაში და მოსკოვის მიერ ანექსირებულ ნახევარკუნძულ ყირიმზე რუსული სამიზნეების წინააღმდეგ.

2022 წლის თებერვალში უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო სისტემატურად აქვეყნებს ომის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას. მოსკოვი ლონდონს დეზინფორმაციის გავრცელებას აბრალებს.

XS
SM
MD
LG