Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინი აცხადებს, რომ ბიუჯეტს არ აქვს ფული ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერის პროგრამისთვის


პუტინის თქმით, ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს რომ უთხრა, ფული მომეციო, ის ტირილს დაიწყებს
პუტინის თქმით, ფინანსთა მინისტრ ანტონ სილუანოვს რომ უთხრა, ფული მომეციო, ის ტირილს დაიწყებს

ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ ახალგაზრდა მეცნიერების მხარდასაჭერად პროგრამის გაფართოებისთვის ქვეყანაში სახსრების ნაკლებობაა. მათთან შეხვედრაზე საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ პროგრამის გაფართოება ფედერალური ბიუჯეტიდან ფულს მოითხოვს და მათი მოძიება უახლოეს მომავალში "ადვილი არ იქნება. პუტინმა დასძინა, რომ თუ ფინანსთა მინისტრს ანტონ სილუანოვს ეტყვი, ფული მომეციო, ის ტირილს დაიწყებს „ფული არ არის."

„მენდელეევის რუკის“ სახელით ცნობილი, სახელმწიფო პროგრამა რუსეთში წლის დასაწყისში ამოქმედდა. მისი მიზანია 25 წლამდე ასაკის მეცნიერების, ასევე ასევე ოლიმპიადებში გამარჯვებულ სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეების ფინანსური მხარდაჭერა.

27 ნოემბერს ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს ფედერალური ბიუჯეტის შესახებ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, რომლის მიხედვითაც სამხედრო ხარჯები თითქმის 70%-ით გაიზრდება, რაც საბჭოთა პერიოდის შემდეგ რეკორდული იქნება. ამავე დროს რუსეთში სამეცნიერო კვლევების დაფინანსება განახევრდება.

XS
SM
MD
LG