Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ავღანეთში დააკავეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი თანამშრომლები

ავღანეთში დააკავეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ადგილობრივი თანამშრომლები


GIZ-ის ოფისი ბონში. 23 ნოემბერი, 2023 წელი
GIZ-ის ოფისი ბონში. 23 ნოემბერი, 2023 წელი
გერმანიამ 24 ნოემბერს განაცხადა, რომ ამ ქვეყნის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ოთხი ადგილობრივი თანამშრომელი დააკავა თალიბანის ხელისუფლებამ ავღანეთში.
"შემიძლია დავადასტურო, რომ GIZ-ის ადგილობრივი თანამშრომლები პატიმრობაში იმყოფებიან, თუმცა ჩვენ არ მიგვიღია ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ არიან დაკავებულები", - განაცხადა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს წარმომადგენელმა.
"ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით სიტუაციას და ვმუშაობთ ჩვენთვის ხელმისაწვდომი ყველა არხით, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი კოლეგების გათავისუფლება", - დასძინა მან. გერმანიამ დახურა თავისი საელჩო ავღანეთში მას შემდეგ, რაც თალიბანი დაბრუნდა ხელისუფლებაში 2021 წელს.
XS
SM
MD
LG