Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CNN: ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ საინფორმაციო სააგენტოებმა შეამცირეს უკრაინის ომის გაშუქება


CNN-ის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ მედიამ შეამცირა უკრაინის ომის გაშუქების სიხშირე.
CNN-ის თანახმად, ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ მედიამ შეამცირა უკრაინის ომის გაშუქების სიხშირე.

რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის გაშუქების სიხშირე მნიშვნელოვნად შემცირდა მას მერე, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულმა "ჰამასმა" გასულ თვეში ისრაელზე მიიტანა იერიში და ომის დაწყებას მისცა ბიძგი - იუწყება CNN, GDELT Project-ისა და ComScore-ის ანალიტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით.

უკრაინის ომის გაშუქება ისედაც იკლებდა საკაბელო და ონლაინ გამოცემებში, თუმცა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად გაღრმავდა. თავად CNN-მა უკრაინის ომისადმი მიძღვნილი საეთერო დრო 8 პროცენტიდან 1 პროცენტამდე შეამცირა, ისრაელზე "ჰამასის" თავდასხმის შემდეგ.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა, ომს ბოლო კვლავაც არ უჩანს.

XS
SM
MD
LG