Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
96 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი

96 წლის ასაკში გარდაიცვალა აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი როზალინ კარტერი


როზალინ კარტერი
როზალინ კარტერი

96 წლის ასაკში ჯორჯიის შტატში, თავის სახლში, გარდაიცვალა როზალინ კარტერი, აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი, 1977-81 წლებში აშშ-ის პრეზიდენტის, ჯიმი კარტერის მეუღლე - იუწყება წყვილის არაკომერციული ორგანიზაცია 19 ნოემბერს. მიმდინარე წელს მას დემენციის დიაგნოზი დაუსვეს.

როზალინ კარტერი თავისი მეუღლის უახლოეს მრჩევლად ითვლებოდა, მისი ბევრი წინამორბედისგან განსხვავებით, ის ესწრებოდა კაბინეტის შეხვედრებს. თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, წყვილმა ცხოვრება ჰუმანიტარულ სფეროს მიუძღვნა.

ჯიმი კარტერი 99 წლისაა, აშშ-ის ისტორიაში ის ყველაზე ხანდაზმული ყოფილი პრეზიდენტია.

XS
SM
MD
LG