Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ICJ-ის თანახმად, ბაქომ უნდა უზრუნველყოს მთიან ყარაბაღში დაბრუნების მსურველთა უსაფრთხოება


მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თანახმად, ბაქომ უნდა უზრუნველყოს მთიან ყარაბაღში დაბრუნების მსურველთა უსაფრთხოება
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს თანახმად, ბაქომ უნდა უზრუნველყოს მთიან ყარაბაღში დაბრუნების მსურველთა უსაფრთხოება

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ (ICJ) გამოაქვეყნა წინასწარი ბრძანება, რომელიც აზერბაიჯანს მოუწოდებს უზრუნველყოს მთიან ყარაბაღში დაბრუნების მსურველთა უსაფრთხოება - მას მერე, რაც სექტემბერში აზერბაიჯანის მხრიდან განხორციელებული სწრაფი სამხედრო ოპერაციით ბაქომ დაიბრუნა კონტროლი კამათის საგნად ქცეულ ტერიტორიაზე.

ICJ-ის მიერ 17 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილებით - რომელიც ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს - აზერბაიჯანმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ხალხმა, რომელმაც მთიანი ყარაბაღი 19 სექტემბრის შემდეგ დატოვა და იქ დაბრუნება სურს, "ამის გაკეთება უნდა შეძლოს უსაფრთხო, დაუბრკოლებელი და სწრაფი გზით". იგივე ეხება პირებს, რომლებსაც მთიანი ყარაბაღის დატოვება სურთ, ხოლო მათ, ვინც ადგილზე რჩება, "არ უნდა შეეხოს ძალის ან ზეწოლის გამოყენება, რამაც მათ შესაძლოა [რეგიონის] დატოვება აიძულოს", - წერს სასამართლო გადაწყვეტილებაში, რომელსაც 13-მა მოსამართლემ დაუჭირა მხარი ორის წინააღმდეგ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქო მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან, მისი თქმით, ის ადასტურებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია სომხეთის მიერ ინიციირებულ საქმეში, რომლითაც აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის მოვლენებთან კავშირით ბრალი ედება რასობრივი დისკრიმინაციის საწინააღმდეგო საერთაშორისო კონვენციის დარღვევაში.

XS
SM
MD
LG